ჩვენს შესახებ

2012 წლიდან დღემდე კომპანია ფორვარდერმა არაერთხელ ასახელა საკუთარი ქვეყანა საერთაშორისო ბიზნეს მაშტაბით. კომპანიას როგორიცაა ბიზნესის განსაკუთრებული მიხწევები და ამ მიღწევების ამსახველი საინტერესო ისტორიები, ბიზნესი, რომელსაც სათავეში უდგანან ახალგაზრდები და რომელთაც ააქვთ საერთაშორისო განვითარების დიდი პოტენციალი.ქვეყნის მაშტაბით კომპანიამ თავისი მრავალმხრივი შესაძლებლობებისა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბაზარზე წარმატებული გაფართოებისათვის არაერთი ჯილდო დაიმსახურა.

„საამაყოა ასეთ საერთაშორისო დაჯილდოვებაზე მონაწილეობის მიღება. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენ წლიდან წლამდე წარმატებულად ვაგრძელებთ კლიენტთან ურთიერთობას, მომსახურების განვითარებას. მინდა, მადლობა გადავუხადო გუნდს, რომელმაც ძლიერი ბრენდის შექმნაში, მომხმარებელთან ურთიერთობასა და ბაზარზე მომსახურების ხარისხის შეთავაზებაში დიდი წვლილი შეიტანა”. კომპანია არაერთი მიმართულებით წარდგენილ იქნა ნომინაციაში: ინოვაციური ბიზნესი, მარკენტიგული კამპანია, მომსსახურების მაღალი ხარისხი. კომპანია ფორვარდერმა დანერგა ახალი ტექნოლოგიური მიდგომა, რომელსაც გააჩნია კომერციალიზაციის პოტენციალი. ტექნოლოგიურმა მიდგომამ საგრძნობლად გაზარდა მომხმარებლის კმაყოფილება და მომსახურების ხარისხი.კომპანია ფორვარდერმა, რომელმაც განახორციელა ისეთი მარკეტინგული კამპანია, რომლის შედეგადაც ბიზნესმა მოიპოვა განსაკუთრებული პოპულარობა მომხმარებელში, რაც აისახა მომხმარებლის რაოდენობის და გაყიდვების მოცულობის საგრძნობ ზრდაში.     

                        

ხარისხის მართვა 

გაწეული მომსახურების ხარისხის დონე არის ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორი. დღეს საბროკერო და ლოგისტიკური მომსახურების მომხმარებელი აგენტის არჩევისას ყურადღებას არა მარტო სხვადასხვა ფირმების მიერ შემოთავაზებული ფასების დონეს აქცევს, არამედ მომსახურების დონესაც. ბაზარზე არსებული ფასების მკაცრი კონკურენციის პირობებში, კლიენტებთან მუშაობის ხარისხი უმაღლესი დონე ხშირად არის კონკრეტული ფირმის სასარგებლოდ გადამწყვეტი არგუმენტი. კომპანიამ FORWARDER შეიმუშავა შეთავაზებული მომსახურებების ხარისხის კონტროლის საკუთარი ეფექტური მეთოდი მართვის სხვა დანარჩენ ფუნქციებთან შეთანხმებით. ჩვენ ვიყენებთ უნიკალურ სისტემას. ინფორმაციის ანალიზის შედეგებია პერსონალის პროფესიონალურობის მაჩვენებლების ისეთი პარამეტრების შეფასება, როგორიცაა კომპეტენტურობა, კორექტულობა და კეთილი ნება, „რთულ“ კლიენტებთან მუშაობის, კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მათი მაქსიმალურად წარმატებით მოგვარების უნარი. გარდა ამისა, შეფასების პარამეტრების სისტემაში ითვლება ასევე მომსახურების გაწევის ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა მოთხოვნების დამუშავება, ფასების კონკურენტუნარიანობა და ასე შემდეგ. მიღებულ მონაცემებზე ჩატარებული ანალიზის შედეგების მიხედვით მუშავდება როგორც დამსჯელი ისე წამახალისებელი ზომების მიღების სისტემა, ხორციელდება ფილიალებისა და კომპანიის წარმომადგენლობების მუშაობის შეფასება, ფასდება პერსონალის პროფესიული მომზადება, ასევე მუშავდება პერსონალის მუდმივი სრულყოფის სისტემა კლიენტებთან მუშაობის საკითხებში.

 

ჩვენი საქმიანობის უმაღლესი ხარისხის ძირითადი კომპონენტები:

 

  • კლიენტებთან კონტაქტი როგორც ჩვენი მუშაობის აუცილებელი პირობა
  • ხარისხის მუდმივი შიდა კონტროლი
  • სანდო პარტნიორების მუშაობისა და მომსახურების გადამოწმებული სქემების გამოყენება
  • მაღალკვალიფიციურიი პერსონალი


მოცემული სისტემა კომპანიის ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზირების, შეთავაზებული მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და მიმდინარე მოვლენებზე ოპერატიულად რეაგირების საშუალებას იძლევა.        

IT გადაწყვეტილებები

კომპანიის საინფორმაციო რესურსებზე წვდომის ერთიანი სისტემა აერთიანებს ყველა სერვის-ცენტრს, ასევე კლიენტებს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ ტვირთების გეოგრაფიულ კოორდინატებს და აწარმოონ ჩანაწერები შესრულებული სამუშაოების შესახებ. მოცემული სისტემა კომპანიის ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზირების, შეთავაზებული მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და მიმდინარე მოვლენებზე ოპერატიულად რეაგირების საშუალებას იძლევა.