ჩვენი წარმომადგენლობა ამერიკაში, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ტრანსპორტირებას სხვადასხვა შტატებიდან პორტების მიმართულებით, დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით, რომელიც მუდმივად ზრუნავს გადაზიდვის დროს ტვირთის უსაფრთხოებაზე და ხარიხსზე. კომპანია ყოველთვის მზად არის გაითვალისწინოს მომხმარებელთა მოთხოვნები და ამის შესაბამისად, შექმნას მოქნილი და ხელმისაწვდომი პირობები.

კომპანია ორიენტირებულია, მაქსიმალურად სწრაფ დროში მოახდინოს ტვირთის მიღება და გადატანა ჩვენს სასაწყობე ტერიტორიაზე. ასევე კომპაიას გააჩნია ყველა ის რესურსი, რომ აწარმოოს არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვა ამერიკის ერიტორიაზე ყველა მიმართულებით.

კომპანია უზრუნველყოფს, ტვირთის დეტალურ აღწერას და ინფორმაციის დროულად მიწოდებას.  ჩვენი წარმომადგენლები ახდენენ  ტვირთის ადგილზე დატვირთვის პროცესის დეტალურ დასურათებას და ასევე მისი სასაწყობე ტერიტორიაზე გადატანის და დაცლის პროცედურას.