ავტომობილის წამოსაყვანად უნდა წახვიდეთ მხოლოდ ჩვენი ოპერატორის ზარის შემდეგ. ოპერატორი შეგატყობინებთ ინფორმაციას კონტეინერის გახსნისთანავე.
გეზის ტერმინალის ტერიტორიაზე ავტომობილის უფასო სადგომი არის მხოლოდ ოთხი დღე. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ტერმინალი აწესებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
მიბრძანდით ჩვენს ფოთის ოფისში და სანამ გამოიყვანთ ავტომობილს ჩვენს თანამშრომელს შეადგენინეთ აქტი ავტომობილის დაზიანების შესახებ. არ გამოიყვანოთ ავტომობილი ტერმინალის ტერიტორიიდან იმ შემთხვევაში თუ გნებავთ ავტომობილის გადმოტვი
სატრანსპორტო ღირებულების ჩარიცხვისთანავე თქვენ შეგიძლიათ გაიტანოთ ავტომობილის საბუთი თბილისის ან ფოთის ოფისიდან გააჩნია სად მიუთითებთ ჩვენს ოპერატორს. ასევე სურვილისამებრ DHL-ის საშუალებით გამოგიგზავნით საბუთებს სასურველ მისამართზე.
კონტეინერის საფასური შეგიძლიათ გადაიხადოთ ჩვენთან ოფისში ასევე შეიტანოთ პროკრედიტ ან თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.  თუ თქვენს ქალაქში არ არის აღნიშნული ბანკი, შეგიძლიათ მოახდინოთ საბანკო გადარიცხვა ნებისმიერი სხვა ბანკიდან.
ავტომობილის მფლობელის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ავტომობილის გაყვანამდე ტერმინალის ტერიტორიიდან. იმ შემთხვევაში თუ დაგჭირდათ ავტომობილის მფლობელის შეცვლა გთხოვთ შეგვატყობინოთ წინასწარ. აღნიშნული სერვისი უფასოა.
ავტომობილის ტრანსპორტირების გადახდა უნდა მოხდეს კონტეინერის გახსნამდე 7-10 დღით ადრე. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე ანგარიშსწორება წარმოებს მხოლოდ ეროვნულ ვალიუტაში. თუ ინვოისი გამოწერილია დოლარში, გადახდა უნდა მოხდე
კონტეინერის ნომერს მოგაწვდით იაპონელი დილერი რომელთანაც შეუკვეთეთ თქვენი ავტომობილი. კონტეინერის ნომერი ასევე წერია Bill of Lading-ში და გამოიყურება შემდეგნაირად: MRKU2041846 , ECMU9474604, GESU4894181 . კონტეინერის ნომერი უნდა შეიცავდეს ოთხ ასოს
ჩვენი ვებ-გვერდის ნეშვეობით. დააჭირეთ ღილაკს „კონტეინერის ძებნა“, აირჩიეთ შესაბამისი საზღვაო ხაზი და შეიყვანეთ კონტეინერის ნომერი.